Skip to main content

სიმ800, სიმ900 პირველი ნაბიჯები...

გამარჯობათ მეგობრებო,
განვიხილავთ ზემოთ ნახსენები მოდემების ფიზიკურ მიერთებას მიკროკონტროლერთან და  სამუშაო კოდს.

ფიზიკური მიერთება:

სადამ მიერთების განხილვას დავიწყებდეთ, ვიტყვი რომ, მოდემის სამუშაო ძაბვა არის 3.4V დან 4.4V მდე, ოპტიმალური ძაბვა 4 ვოლტი. როდესაც მოდემი გადის რეგისტრაციას(კვების მიერთების შემდეგ) მოხმარებული პიკური დენი აღწევს 2 ამპერამდე, ასევე როდესაც ირთვება რადიო გადამცემის ნაწილი(ინფორმაციის გაგზავნისას) ამიტომ , კვების წყარო უნდა უზრუნველყოფდეს ამ სიმძლავრეს , თუ არ გვაქვს 2 ამპერიანი წყარო , შეგვიძლია მივაერთოდ 1 ამპერიანი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოდემის კვების პარალელურად ჩავსვათ 1500-2200 მიკროფარადიანი კონდენსატორი რაც შეიძლება მოდემთან ახლოს.
ელექტროლიტური კონდენსატორის დაყენება აუცილებელია ასევე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიყენებთ 2 ამპერიან კვების წყაროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში 220-470 მიკროფარადიანიც საკმარისია(თუ მოდულს ვიყენებთ აუცილებლად ეყენება ასეთი კონდენსატორი) .
იმ შემთხვევაში თუ დაფას ჩვენ ვხაზავთ , აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კერამიკული კონდენსატორები რაც შეიძლება ახლოს მოდემის კვების პინებთან ,
ასევე  მაღალსიხშირული პიკური ამპლიტუდისგან თავის დასაცავად უმჯობესი იქნება ზენერის დიოდის(5.1 ვოლტიანი სტაბილიტრონი) დაყენება კერამიკული კონდენსატორის პარალელურად.

მოდემი          მიკროკონტროლერი
   TX           -                RX
   RX           -                TX
   +4ვ          -           ნებისმიერი პინი რომელიც იმუშავებს გამომსვლელად.

მოდემის კვების პინი (აუცილებლად +4ვ და არა GND) აუცილებელია ვმართოთ ველის ტრანზისტორით , ეს განპირობებულია იმით, რომ არის შემთხვევბი როდესაც მოდემი არ გვპასუხობს ბრძანებებზე, ამიტომ უნდა გადავტვირთოდ. ველის ტრანზსიტორი ნებისმიერი იზოლირებული "გეითით".  "დრაინის" დენით მინ. 2 ამპერი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ტრანზისტორის გადართვის ძაბვა(threshold voltage) უნდა შეესაბამებოდეს 5 ვოლტიან ტტლ ლოგიკას, ანუ 1- 2.5 ვოლტზე უნდა იწყებოდეს გახსნა .



რელეს ჩავანაცვლებთ მოდემით (დიოდს არ ვაყენებთ), ტრანზისტორი Si2305DS ან Si2341DS ან კიდევ სხვა ზემოთ ნახსენები დენით და გადართვის ძაბვით, რეზისტორის ნომინალები იგივე რაც სქემაშია.

თუმცა , უფრო გამარტივების მიზნით , სატესტოდ, კვების მართვის ფუნქცია ამოვიღოთ.

ხმამაღლამოლაპარაკეს და მიკროფონის მიერთება.




სამუშაო კოდი:

დრაივერი დაწერილი მაქვს არმ-ის, ავრ-ის მიკროკონტროლერებისთვის, ასევე არდუინოს პლატფორმისთვის.(ავრ ისთვის) რადგან არდუინო ყველაზე პოპულარულია,
განვიხილოთ არდუინოს მაგალითზე.
გაუშვებთ არდუინოს  exe ფაილს, შევდივართ file > examples , ვნახულობთ GSM_SIM , გავხსნით gsm_init  სკეტჩს.
ქარხნული პარამეტრებით , მოდემის "ბოდ რეითი" აყენია ავტოზე, შეგვიძლია დავტოვოთ ავტოზე, თუმცა საიმედო მუშაობის თვალსაზრისით მე რეკომენდაციას გაუწევდი 2400-19200 ამ დიაპაზონში დაყენებას. თუ თქვენ უკვე შეცვალეთ გადაცემის სიჩქარე , გთხოვთ დეფინიცია გაუკეთეთ შემდეგ მაკროსს :


თუ დაგჭირდებათ შეცვლა , მიუთითედ ახალი "ბოდ რეითი" შემდეგი ფუნქციის არგუმენტად :

ავტვირთავთ gsm_init სკეტჩს  და ველოდებით მოდემის რეგისტრაციას :


 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოდემი მზადაა  შემდეგი ფუნქციონალურობისთვის.
შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ უკვე სმს -ის, ხმოვანი ინფორმაციის, ასევე ჯიპიარეს ინფორმაციის მიღება-გაგზავნის მაგალითებს.

















Comments

Popular posts from this blog

MST პროტოკოლი

ძალიან ხშირად გვიწევს ერთი მოწყობილობიდან მეორეში ინფორმაციის გაგზავნა ან მიღება, ან თუნდაც მულტი კავშირი მოწყობილობებთან . ხშირად არის ხოლმე სალაპარაკო ენის პრობლემა , თუ რა ენაზე უნდა "ისაუბრონ " ამ მოწყობილობებმა ერთმანეთში, განსაკუთრებით მაშინ , როცა საქმე მიკროკონტროლერებს ეხებათ. რამდენიმე წლის წინ თავად დავდექი ამ პრობლემის წინაშე, მაშინ მარტივი  გამოსავალი ვნახე , სტარტის და სტოპის ბაიტები ჩაუსვი მეხსიერების მასივს და მათ შუა მოვაქციე გასაგზავნი ინფორმაცია, როცა ბევრი პროექტები მქონდა გასაკეთებელი და ხშირად მიწევდა პროტოკოლის გამოყენება მოწყობილობებს შორის, ეს მექანიზმი უკვე აღარ იყო ჩემთვის მისაღები რადგან ყოველი კოდის წერაზე მიწევდა სხვადასხვა კონფიგურაციის შექმნა, რაც მირთულებდა უფრო საქმეს. სწორედ აქ მივიღე გადაწყვეტილება შემექნა მარტივი და უნივერსალური პროტოკოლი , რომელიც დამეხმარებოდა თავიდან ამერიდებინა კონფიგურაციები ყოველი ახალი კოდის წერისას, შევქმენი პროტოკოლი რომელიც  წლების განმავლობაში საკმაოდ გამართულად და საიმედოდ მუშაობს.  MST  - Microcon...