გამარჯობათ მეგობრებო, განვიხილავთ ზემოთ ნახსენები მოდემების ფიზიკურ მიერთებას მიკროკონტროლერთან და სამუშაო კოდს. ფიზიკური მიერთება: სადამ მიერთების განხილვას დავიწყებდეთ, ვიტყვი რომ, მოდემის სამუშაო ძაბვა არის 3.4V დან 4.4V მდე, ოპტიმალური ძაბვა 4 ვოლტი. როდესაც მოდემი გადის რეგისტრაციას(კვების მიერთების შემდეგ) მოხმარებული პიკური დენი აღწევს 2 ამპერამდე, ასევე როდესაც ირთვება რადიო გადამცემის ნაწილი(ინფორმაციის გაგზავნისას) ამიტომ , კვების წყარო უნდა უზრუნველყოფდეს ამ სიმძლავრეს , თუ არ გვაქვს 2 ამპერიანი წყარო , შეგვიძლია მივაერთოდ 1 ამპერიანი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოდემის კვების პარალელურად ჩავსვათ 1500-2200 მიკროფარადიანი კონდენსატორი რაც შეიძლება მოდემთან ახლოს. ელექტროლიტური კონდენსატორის დაყენება აუცილებელია ასევე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიყენებთ 2 ამპერიან კვების წყაროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში 220-470 მიკროფარადიანიც საკმარისია(თუ მოდულს ვიყენებთ აუცილებლად ეყენება ასეთი კონდენსატორი) . იმ შემთხვევაში თუ დაფას ჩვენ ვხაზავთ , აუცილებლად უნდა გავითვალისწინ...
Comments
Post a Comment