Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2018

SPI ინტერფეისი

რა არის SPI?   SPI - serial peripheral interface, მიმდევრობითი პერიფერიალური ინტერფეისი, გამოიყენება მიკროკონტროლერებში და FPGA-ებში ინფორმაციის მიმდევრობითი გადაცემისთვის. სურათი 1. SPI კავშირი. SCK -სინქრონიზაციის გამომსვლელი(ახდენს ბიტის გაგზავნას და მიღებას ერთდროულად, სრული დუპლექსი) MOSI -(mater out, slave in)მთავარი მოწყობილობის გამომსვლელი, დაქვემდებარებულის შემსვლელი. MISO -(master in, slave out)მთავარი მოწყობილობის შემსვლელი, დაქვემდებარებულის გამომსვლელი CS -(chip select ან SS ანუ, slave select)დაქვემდებარებული მოწყობილობის ასარჩევი, მთავარი მოწყობილობის გამომსვლელი.(ყოველი დაქვემდებარებულის არჩევა ხდება ამ გამომსვლელზე ლოგ. 0 ის შემთხვევაში, რადგან აქტიური მდგომარეობა არის ინვერსიული. ყოველ დაქვემდებარებულს აქვს ეს შემსვლელი. "ველაპარაკებით" იმ დაქვემდებარებულ მოწყობილობას რომელსაც ავირჩევთ ამ "პინის" საშუალებით). სურათი 2. SPI მულტი კავშირი. შემუშავებულია  ფირმა მოტოროლას მიერ 1980 წლების ბოლოს, მისი პოპულარულობა განპირობებულია

USB ინტერფეისი და პროტოკოლი

         რა არის USB?    ინგლისურიდან თუ ვთარგმნით (Universal Serial bus)  ანუ, უნივერსალური მიმდევრობითი სალტე. დღეისობით USB ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ სისტემებში, როგორც ინფორმაციის გაცვლის მიმდევრობითი ინტერფეისი. სამომხმარებლო თვალსაზრისით ფაქტობრივად , კაბელით ინფორმაციის გაცვლის სტანდარტად იქცა. სურათი 1.  USB ფიზიკური შეერთება. როგორც სურათიდან ხედავთ, USB სტანდარტში, ინფორმაციის გაცვლის ხაზების(კონტაქტები) გარდა , გვაქვს კვების გამტარები, ეს კი საშუალებას გვაძლევს მაგ. ლეპტოპიდან, მოწყობილობა ვკვებოთ USB პორტიდან, USB კვების ძაბვა სტანდარტულად შეადგენს  5 ვოლტს, მაქს. დენი დაბალი მოხმარების მოწყობილობებისთვის შეადგენს 100მა , მაღალი მოხმარების მოწყობილობებისთის 500მა.(უფრო მაღალი მოხმარების მოწყობილობებს უნდა ქონდეთ დამოუკიდებელი კვების ბლოკი) USB  კავშირის დროს ინიცაიტორი არის ყოველთვის ჰოსტი(maseter/slave პრინციპი), მაგალითად როდესაც ჩვენ კომპიუტერთან ვაერთებთ USB  მოწყობილობას, იმის და მიხედვით თუ რა სიჩქარეზე მუშაობს(ამქაჩველი რეზისტორი, იხილეთ ქვემოთ)მო