Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2017

სიმ800, სიმ900 სმს-ის გაგზავნა-მიღება

მოგესალმებით, ვაგრძელებთ ზემოთ არნიშნული მოდემებზე საუაბარს, ეხლა შემოგთავაზებთ მაგალითს , როგორ გავგზავნოთ და მივიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. წინა ნაწილში ვისაუბრეთ მოდემის რეგისტრაციის პროცესზე და ფიზიკურ მიერთებაზე მიკროკონტროლერთან, ამიტომ ამ ეტაპზე აღარ განვიხილავთ და პირდაპირ გადავდივართ სმს ის ფუნქციაზე. სმს-ის გაგზავნა: გაუშვებთ არდუინოს  exe ფაილს, შევდივართ file > examples , ვნახულობთ GSM_SIM , გავხსნით gsm_sms_send სკეტჩს, xxxxxxxxx  - შევცვლით ჩვენთვის სასურველი აბონენტის ნომრით , ავტვირთავთ სკეტჩს, გავხსნით პორტის მონიტორინგს და ვაკვირდებით, დავინახავთ რომ დაიწყება რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი აღნიშნულ ნომერზე გაიგზავნება სმს , ტექსტით Test sms received. შეგიძლიათ ეს ტექსტი შეცვალოთ თქვენთვის სასურველით , მაქს. სიმბოლოების რაოდენობა 160. 20 სიმბოლოზე მეტის გაგზავნას თუ აპირებთ , შეცვალეთ 20 თქვენთვის სასურველით რომელიც უნდა იყოს 160 ზე ნაკლები: სმს-ის მიღება: გაუშვებთ არდუინოს  exe ფაილს, შევდივართ file > examples , ვნახულობთ

სიმ800, სიმ900 პირველი ნაბიჯები...

გამარჯობათ მეგობრებო, განვიხილავთ ზემოთ ნახსენები მოდემების ფიზიკურ მიერთებას მიკროკონტროლერთან და  სამუშაო კოდს. ფიზიკური მიერთება: სადამ მიერთების განხილვას დავიწყებდეთ, ვიტყვი რომ, მოდემის სამუშაო ძაბვა არის 3.4V დან 4.4V მდე, ოპტიმალური ძაბვა 4 ვოლტი. როდესაც მოდემი გადის რეგისტრაციას(კვების მიერთების შემდეგ) მოხმარებული პიკური დენი აღწევს 2 ამპერამდე, ასევე როდესაც ირთვება რადიო გადამცემის ნაწილი(ინფორმაციის გაგზავნისას) ამიტომ , კვების წყარო უნდა უზრუნველყოფდეს ამ სიმძლავრეს , თუ არ გვაქვს 2 ამპერიანი წყარო , შეგვიძლია მივაერთოდ 1 ამპერიანი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოდემის კვების პარალელურად ჩავსვათ 1500-2200 მიკროფარადიანი კონდენსატორი რაც შეიძლება მოდემთან ახლოს. ელექტროლიტური კონდენსატორის დაყენება აუცილებელია ასევე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიყენებთ 2 ამპერიან კვების წყაროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში 220-470 მიკროფარადიანიც საკმარისია(თუ მოდულს ვიყენებთ აუცილებლად ეყენება ასეთი კონდენსატორი) . იმ შემთხვევაში თუ დაფას ჩვენ ვხაზავთ , აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კ