Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2018

MST პროტოკოლი

ძალიან ხშირად გვიწევს ერთი მოწყობილობიდან მეორეში ინფორმაციის გაგზავნა ან მიღება, ან თუნდაც მულტი კავშირი მოწყობილობებთან . ხშირად არის ხოლმე სალაპარაკო ენის პრობლემა , თუ რა ენაზე უნდა "ისაუბრონ " ამ მოწყობილობებმა ერთმანეთში, განსაკუთრებით მაშინ , როცა საქმე მიკროკონტროლერებს ეხებათ. რამდენიმე წლის წინ თავად დავდექი ამ პრობლემის წინაშე, მაშინ მარტივი  გამოსავალი ვნახე , სტარტის და სტოპის ბაიტები ჩაუსვი მეხსიერების მასივს და მათ შუა მოვაქციე გასაგზავნი ინფორმაცია, როცა ბევრი პროექტები მქონდა გასაკეთებელი და ხშირად მიწევდა პროტოკოლის გამოყენება მოწყობილობებს შორის, ეს მექანიზმი უკვე აღარ იყო ჩემთვის მისაღები რადგან ყოველი კოდის წერაზე მიწევდა სხვადასხვა კონფიგურაციის შექმნა, რაც მირთულებდა უფრო საქმეს. სწორედ აქ მივიღე გადაწყვეტილება შემექნა მარტივი და უნივერსალური პროტოკოლი , რომელიც დამეხმარებოდა თავიდან ამერიდებინა კონფიგურაციები ყოველი ახალი კოდის წერისას, შევქმენი პროტოკოლი რომელიც  წლების განმავლობაში საკმაოდ გამართულად და საიმედოდ მუშაობს.  MST  - Microcontroller s