ძალიან ხშირად გვიწევს ერთი მოწყობილობიდან მეორეში ინფორმაციის გაგზავნა ან მიღება, ან თუნდაც მულტი კავშირი მოწყობილობებთან . ხშირად არის ხოლმე სალაპარაკო ენის პრობლემა , თუ რა ენაზე უნდა "ისაუბრონ " ამ მოწყობილობებმა ერთმანეთში, განსაკუთრებით მაშინ , როცა საქმე მიკროკონტროლერებს ეხებათ. რამდენიმე წლის წინ თავად დავდექი ამ პრობლემის წინაშე, მაშინ მარტივი გამოსავალი ვნახე , სტარტის და სტოპის ბაიტები ჩაუსვი მეხსიერების მასივს და მათ შუა მოვაქციე გასაგზავნი ინფორმაცია, როცა ბევრი პროექტები მქონდა გასაკეთებელი და ხშირად მიწევდა პროტოკოლის გამოყენება მოწყობილობებს შორის, ეს მექანიზმი უკვე აღარ იყო ჩემთვის მისაღები რადგან ყოველი კოდის წერაზე მიწევდა სხვადასხვა კონფიგურაციის შექმნა, რაც მირთულებდა უფრო საქმეს. სწორედ აქ მივიღე გადაწყვეტილება შემექნა მარტივი და უნივერსალური პროტოკოლი , რომელიც დამეხმარებოდა თავიდან ამერიდებინა კონფიგურაციები ყოველი ახალი კოდის წერისას, შევქმენი პროტოკოლი რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ გამართულად და საიმედოდ მუშაობს. MST - Microcon...
რა არის SPI? SPI - serial peripheral interface, მიმდევრობითი პერიფერიალური ინტერფეისი, გამოიყენება მიკროკონტროლერებში და FPGA-ებში ინფორმაციის მიმდევრობითი გადაცემისთვის. სურათი 1. SPI კავშირი. SCK -სინქრონიზაციის გამომსვლელი(ახდენს ბიტის გაგზავნას და მიღებას ერთდროულად, სრული დუპლექსი) MOSI -(mater out, slave in)მთავარი მოწყობილობის გამომსვლელი, დაქვემდებარებულის შემსვლელი. MISO -(master in, slave out)მთავარი მოწყობილობის შემსვლელი, დაქვემდებარებულის გამომსვლელი CS -(chip select ან SS ანუ, slave select)დაქვემდებარებული მოწყობილობის ასარჩევი, მთავარი მოწყობილობის გამომსვლელი.(ყოველი დაქვემდებარებულის არჩევა ხდება ამ გამომსვლელზე ლოგ. 0 ის შემთხვევაში, რადგან აქტიური მდგომარეობა არის ინვერსიული. ყოველ დაქვემდებარებულს აქვს ეს შემსვლელი. "ველაპარაკებით" იმ დაქვემდებარებულ მოწყობილობას რომელსაც ავირჩევთ ამ "პინის" საშუალებით). სურათი 2. SPI მულტი კავშირი. შემუშავებულია ფირმა მოტოროლას მიერ 1980 წლების ბოლოს, მისი პოპულარულობა განპირობებულია ...