Skip to main content

სიმ800, სიმ900 პირველი ნაბიჯები...

გამარჯობათ მეგობრებო,
განვიხილავთ ზემოთ ნახსენები მოდემების ფიზიკურ მიერთებას მიკროკონტროლერთან და  სამუშაო კოდს.

ფიზიკური მიერთება:

სადამ მიერთების განხილვას დავიწყებდეთ, ვიტყვი რომ, მოდემის სამუშაო ძაბვა არის 3.4V დან 4.4V მდე, ოპტიმალური ძაბვა 4 ვოლტი. როდესაც მოდემი გადის რეგისტრაციას(კვების მიერთების შემდეგ) მოხმარებული პიკური დენი აღწევს 2 ამპერამდე, ასევე როდესაც ირთვება რადიო გადამცემის ნაწილი(ინფორმაციის გაგზავნისას) ამიტომ , კვების წყარო უნდა უზრუნველყოფდეს ამ სიმძლავრეს , თუ არ გვაქვს 2 ამპერიანი წყარო , შეგვიძლია მივაერთოდ 1 ამპერიანი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოდემის კვების პარალელურად ჩავსვათ 1500-2200 მიკროფარადიანი კონდენსატორი რაც შეიძლება მოდემთან ახლოს.
ელექტროლიტური კონდენსატორის დაყენება აუცილებელია ასევე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიყენებთ 2 ამპერიან კვების წყაროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში 220-470 მიკროფარადიანიც საკმარისია(თუ მოდულს ვიყენებთ აუცილებლად ეყენება ასეთი კონდენსატორი) .
იმ შემთხვევაში თუ დაფას ჩვენ ვხაზავთ , აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კერამიკული კონდენსატორები რაც შეიძლება ახლოს მოდემის კვების პინებთან ,
ასევე  მაღალსიხშირული პიკური ამპლიტუდისგან თავის დასაცავად უმჯობესი იქნება ზენერის დიოდის(5.1 ვოლტიანი სტაბილიტრონი) დაყენება კერამიკული კონდენსატორის პარალელურად.

მოდემი          მიკროკონტროლერი
   TX           -                RX
   RX           -                TX
   +4ვ          -           ნებისმიერი პინი რომელიც იმუშავებს გამომსვლელად.

მოდემის კვების პინი (აუცილებლად +4ვ და არა GND) აუცილებელია ვმართოთ ველის ტრანზისტორით , ეს განპირობებულია იმით, რომ არის შემთხვევბი როდესაც მოდემი არ გვპასუხობს ბრძანებებზე, ამიტომ უნდა გადავტვირთოდ. ველის ტრანზსიტორი ნებისმიერი იზოლირებული "გეითით".  "დრაინის" დენით მინ. 2 ამპერი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ტრანზისტორის გადართვის ძაბვა(threshold voltage) უნდა შეესაბამებოდეს 5 ვოლტიან ტტლ ლოგიკას, ანუ 1- 2.5 ვოლტზე უნდა იწყებოდეს გახსნა .



რელეს ჩავანაცვლებთ მოდემით (დიოდს არ ვაყენებთ), ტრანზისტორი Si2305DS ან Si2341DS ან კიდევ სხვა ზემოთ ნახსენები დენით და გადართვის ძაბვით, რეზისტორის ნომინალები იგივე რაც სქემაშია.

თუმცა , უფრო გამარტივების მიზნით , სატესტოდ, კვების მართვის ფუნქცია ამოვიღოთ.

ხმამაღლამოლაპარაკეს და მიკროფონის მიერთება.




სამუშაო კოდი:

დრაივერი დაწერილი მაქვს არმ-ის, ავრ-ის მიკროკონტროლერებისთვის, ასევე არდუინოს პლატფორმისთვის.(ავრ ისთვის) რადგან არდუინო ყველაზე პოპულარულია,
განვიხილოთ არდუინოს მაგალითზე.
გაუშვებთ არდუინოს  exe ფაილს, შევდივართ file > examples , ვნახულობთ GSM_SIM , გავხსნით gsm_init  სკეტჩს.
ქარხნული პარამეტრებით , მოდემის "ბოდ რეითი" აყენია ავტოზე, შეგვიძლია დავტოვოთ ავტოზე, თუმცა საიმედო მუშაობის თვალსაზრისით მე რეკომენდაციას გაუწევდი 2400-19200 ამ დიაპაზონში დაყენებას. თუ თქვენ უკვე შეცვალეთ გადაცემის სიჩქარე , გთხოვთ დეფინიცია გაუკეთეთ შემდეგ მაკროსს :


თუ დაგჭირდებათ შეცვლა , მიუთითედ ახალი "ბოდ რეითი" შემდეგი ფუნქციის არგუმენტად :

ავტვირთავთ gsm_init სკეტჩს  და ველოდებით მოდემის რეგისტრაციას :


 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოდემი მზადაა  შემდეგი ფუნქციონალურობისთვის.
შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ უკვე სმს -ის, ხმოვანი ინფორმაციის, ასევე ჯიპიარეს ინფორმაციის მიღება-გაგზავნის მაგალითებს.

















Comments

Popular posts from this blog

სიმ800, სიმ900 სმს-ის გაგზავნა-მიღება

მოგესალმებით, ვაგრძელებთ ზემოთ არნიშნული მოდემებზე საუაბარს, ეხლა შემოგთავაზებთ მაგალითს , როგორ გავგზავნოთ და მივიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. წინა ნაწილში ვისაუბრეთ მოდემის რეგისტრაციის პროცესზე და ფიზიკურ მიერთებაზე მიკროკონტროლერთან, ამიტომ ამ ეტაპზე აღარ განვიხილავთ და პირდაპირ გადავდივართ სმს ის ფუნქციაზე. სმს-ის გაგზავნა: გაუშვებთ არდუინოს  exe ფაილს, შევდივართ file > examples , ვნახულობთ GSM_SIM , გავხსნით gsm_sms_send სკეტჩს, xxxxxxxxx  - შევცვლით ჩვენთვის სასურველი აბონენტის ნომრით , ავტვირთავთ სკეტჩს, გავხსნით პორტის მონიტორინგს და ვაკვირდებით, დავინახავთ რომ დაიწყება რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი აღნიშნულ ნომერზე გაიგზავნება სმს , ტექსტით Test sms received. შეგიძლიათ ეს ტექსტი შეცვალოთ თქვენთვის სასურველით , მაქს. სიმბოლოების რაოდენობა 160. 20 სიმბოლოზე მეტის გაგზავნას თუ აპირებთ , შეცვალეთ 20 თქვენთვის სასურველით რომელიც უნდა იყოს 160 ზე ნაკლები: სმს-ის მიღება: გაუშვებთ არდუინოს  exe ფაილს, შევდივართ file > exampl...